დიდი ქართველი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე და ქართული ეკლესიის მიერ წმიდანად შერაცხული ექვთიმე თაყაიშვილი, გურიის ერთ პატარა სოფელ ლიხაურში, აზნაურ სვიმონ თაყაიშვილის ოჯახში დაიბადა 1863 წლის 5 იანვარს.
ჯერ
კიდევ
სულ
პატარას
მშობლები
დაეღუპა.
სამი წლისამ მარჯვენა ფეხი მოიტეხა, ცუდად შეხორცებული ფეხი საგრძნობლივ დაუმოკლდა და სამუდამო კოჭლად დარჩა. დედმამიშვილებსა და სანათესაოს მისი კოჭლობისა
ეუხერხულებოდათ
და
სტუმრად
“გამოჩენა”
ერცხვინებოდათ…
ექვთიმე ნიჭიერი და სწავლის მოყვარული ბავშვი იყო. სამაზრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ჩაირიცხა და სწავლა ვერცხლის მედალზე დაასრულა. შემდეგ კი პეტერბურგის უნივერსიტეტში ჩააბარა ისტორიულ-ფილოლოგიურ
ფაკულტეტზე.
პეტერბურგიდან
ექვთიმე
კანდიდატის
ხარისხით
დაბრუნდა
თბილისში.
თბილისში ჩამოსული ექვთიმე აქტიურად ჩაერთო მეცნიერულ, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში. უმთავრეს მიზნად მან დაისახა
მასალების
შეკრება
საქართველოს
ისტორია-არქეოლოგიისათვის.
1889 წელს
დააარსა
“საქართველოს
საეგზარქოსო
მუზეუმი”,
სადაც
თავს
უყრიდნენ
ძველ
საეკლესიო
წიგნებს,
ხელნაწერებსა
და
სხვადასხვა
ნივთებს.
მუშაობდნენ
საქართველოს
ეკლესიის
ისტორიის
შედგენაზე.
